01 დეკემბერი 2020,   20:19
ვრცლად
აშშ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ჰაკერებს სამთავრობო ქსელებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ჰაკერებს სამთავრობო ქსელებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ჰაკერები თავს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სერვერებსა და საავიაციო კომპიუტერულ ქსელებს დაესხნენ. მათგან ორ შემთხვევაში კიბერშეტევა წარმატებული აღმოჩნდა.

ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ რუსეთის განზრახვა შესაძლოა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს. ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოში ბრალდებებს უარყოფენ და უსაფუძვლოს უწოდებენ.

დღის ამბები