25 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
პოლონეთში აბორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აქციებით გააპროტესტეს

პოლონეთში დემონსტრანტებმა აბორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნეს კანონი, რომელიც ქალებს ნაყოფის განვითარების შეფერხების შემთხვევაში აბორტის უფლებას აძლევდა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში აბორტი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და სიცოცხლისთვის რისკ-საშიშ შემთხვევებში დაიშვება. სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს ევროპის საბჭოში.

დღის ამბები