20 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
მსოფლიოში ბოლო 24 საათში "კოვიდ 19"-ის რეკორდული, 480 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 6 500

კორონავირუსის კიდევ ერთი ანტირეკორდი - მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ 19"-ის 480 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა, 6 500 პაციენტი კი, პანდემიას ემსხვერპლა.

გასული დღის მონაცემები პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია. "კოვიდ-19"  სწრაფად ვრცელდება ევროპაში. საბერძნეთის რამდენიმე რაიონში კოვიდინფექციის ფართოდ გავრცელების გამო, კვლავ კომენდანტის საათს გამოაცხადებენ. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხდა, შეზღუდვები ამოქმედდება ათენშიც.

საფრანგეთის ხელისუფლებამ "კოვიდ-19"-ის შემთხვევების მატების გამო 22 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი კიდევ 38 რეგიონში გამოაცხადა. როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, შეზღუდვები 46 მილიონ ადამიანს შეეხება. მათ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლას აუკრძალავენ, ხოლო კანონდამრღვევი პირი 135 ევროთი დაჯარიმდება.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცა. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, "რემდესივირზე" ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.

დღის ამბები