23 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
ახალციხეში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მეხუთე სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მეზობლების თქმით, ბინაში მამაკაცი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები. მედიკოსების თქმით, მამაკაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ფეხები დამწვარი ჰქონდა და სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო," - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა სარვარ საფაროვმა.

 

 

დღის ამბები