16 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს

მთიან ყარაბაღში კვლავ დაძაბულობაა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს.

სომხური მხარე აცხადებს, რომ ფრონტის ხაზის სამხრეთით აზერბაიჯანის სპეცრაზმის დანაყოფი და რამდენიმე ერთეული ტექნიკა გაანადგურეს. სომხური მედიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაინგრა შენობები და მაღაზიები. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებს შესახებ ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. უწყება მოწინააღმდეგეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

გუშინ შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ცალ-ცალკე შეხვდა. შეხვედრებზე პომპეომ ხაზი გაუსვა ძალადობის დასრულებისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას დონალდ ტრამპმა ძალიან კარგი პროგრესი უწოდა.

დღის ამბები