24 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
დონალდ ტრამპსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის დებატების ბოლო რაუნდს 63 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა - ნილსენის კვლევითი სამსახური

დონალდ ტრამპსა და მის კონკურენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის საარჩევნო დებატების ბოლო რაუნდს 63 მილიონზე მეტმა ადამიანმა 16 ამერიკულ სატელევიზიო არხზე უყურა - ინფორმაციას ნილსენის კვლევითი სამსახური ავრცელებს.

ტრამპი-ბაიდენის პირველი სიტყვიერი დუელი კი, რომელიც სექტემბერში გაიმართა 73 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ანალიტიკოსების შეფასებით, არჩევნებამდე 12 დღით ადრე გამართული დებატები, ამომრჩეველზე დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან კორონავირუსის გამო, ნაადრევი კენჭისყრის უფლებით 47 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე ისარგებლა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

გავრცელებული ინფორმაციით, დებატები საბოლოო არჩევანის გაკეთებაში გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს დაეხმარება.

დღის ამბები