19 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნებია. მოქალაქეები მერებს, სოფლებისა და ქალაქების რაიონულ, ასევე საოლქო საბჭოებს ირჩევენ.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება.

წელს უკრაინაში მუნიციპალური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ტარდება. გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარეობს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული გამოკითხვა. ამომრჩევლებს საარჩევნო უბნების გარეთ ხუთ შეკითხვას დაუსვამენ. მთავარი თემებია სამუდამო პატიმრობა კორუფციული დანაშაულისთვის, დონბასის ოკუპირებულ ნაწილში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, დეპუტატების რაოდენობის 300-მდე შემცირება, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზაცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ბუდაპეშტის მემორანდუმის გამოყენება.

დღის ამბები