24 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
თბილისის 161-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფაქტის გამო სასწავლებელი დღეიდან მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადადის.

სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პედაგოგი შეუძლოდ ხუთშაბათს გახდა, მოგვიანებით კი ვირუსი დაუდასტურდა. ყველა პირი, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა იზოლაციაშია გადასული. სკოლაში დილიდან სადეზინფექციო ღონისძიებები იგეგმება. 

"მასწავლებელმა ხუთშაბათს საღამოს დამირეკა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ვთხოვე, პარასკევს წასულიყო, ანალიზი გაეკეთებინა. გუშინ საღამოს დამირეკა, რომ დაუდასტურდა და გადაიყვანეს სასტუმროში შვილთან ერთად. ინფორმაცია ვაცნობე დირექტორს. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მთელი სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე.

ვინაიდან ჩვენთან არის საარჩევნო ორი უბანი, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები," - განაცხადა 161-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ როზა კაკულიამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები