27 ნოემბერი 2020,   13:38
ვრცლად
6 დღე არჩევნებამდე - არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ არაერთ დარღვევაზე საუბრობენ

არჩევნებამდე დარჩენილ 6 დღეში სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსებს მაქსიმალური კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს, რათა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეძლოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მუქარა, ზეწოლის ფაქტები, ხელის შეშალა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. და იმედოვნებენ რომ მსგავსი ფაქტები ბოლო დღეებში მაინც აღარ განმეორდება.

"ოფიციალური კამპანიის დაწყების შემდეგ ძალიან პრობლემატური იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და ზეწოლა-მუქარის ფაქტები. ასევე ხელის შეშლა კამპანიის დროს," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის ვახუშტი მენაბდის თქმით, დაძაბულობა არჩევნების დღეს პიკს მიაღწევს, რაც თავისუფალი არჩევნებისთვის მისაღები არაა, რადგან ამომრჩეველს ფორსმაჟორში უწევს გადაწყვეტილების მიღება:

"მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ძალადობის ფონი და პოლარიზება, ამომრჩეველს ფორსმაჟორში უწევს გადაწყვეტილების მიღება"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები