27 ნოემბერი 2020,   13:54
ვრცლად
გახშირებული ზეწოლა, მუქარა, ძალადობრივი ინციდენტები -  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მსგავსი ფაქტების მატებაზე საუბრობს

გახშირებული ზეწოლა, მუქარა, ძალადობრივი ინციდენტები, მოქალაქეების მოსყიდვის შემთხვევები - "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი ფაქტების მატებაზე საუბრობს და მას პირდაპირ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადმინისტრაციული რესურსების 2020 წლის არჩევნებისათვის გამოყენების შესახებ შუალედურ ანგარიშს დღეს წარმოადგენს.

"ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, ზეწოლა, მუქარა, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, სხვადასხვა ტიპის დახმარებები, რაც გაიცა ამ თვეების განმავლობაში და მომავალში გაიცემა ვაუჩერები, ბინები დაუკანონდათ ზოგიერთ ადამიანს - ცალსახად საარჩევნოდ იყო მოტივირებული," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მტკიცებულებების შემთხვევაში მათ რეაგირება აუცილებლად ექნებათ.

"ამ განცხადებებს არანაირი მტკიცებულებები არ ახლავს, არის უბრალოდ აბსტრაქტული მოსაზრებები, რაღაც ადმინისტრაციული ერთეულების ჩართვასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერჯერობით, რაიმე სახის მტკიცებულება, ისეთი, რასაც ექნება დამაჯერებელი არგუმენტაცია, არ წარმოდგენილა. თუ ასეთი რამ იქნება, პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან იქნება დაგმობილი," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები