30 ნოემბერი 2020,   02:34
ვრცლად
მთლიანად ჩამოშლილი მოვიდა "ქართული ოცნება" არჩევნების წინ - პოლიტიკოსები წინასაარჩევნო გარემოზე

რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს არჩევნებთან დაკავშირებით კენჭისყრამდე 6 დღით ადრე და როგორ აფასებენ ისინი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ოფიციალურ და არაოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ 31 ოქტომბერს, სხვა არჩევნების მსგავსად "ქართულმა ოცნებამ" კრიმინალური პირების მობილიზება მოახდინოს და დარწმუნებულია, რომ დღე საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის.

"მთლიანად ჩამოშლილი მოვიდა "ქართული ოცნება" არჩევნების წინ, კატასტროფული ვითარებაა ვირუსის გავრცელების კუთხით, ჩამოშლილია ეკონომიკა, გაუფასურებულია ლარი. 

ტერორისტმა ქვეყანა დააჩოქა და ერთ-ერთი სამარცხვინო ფაქტად შევიდა, ასევე, საქართველოს ისტორიაში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება ისევ ცდილობს ოპოზიციის დემონიზებას და საზოგადოებას არაფერ ახალს არ სთავაზობს.

რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ შაბათს ამომრჩეველი მათ ნდობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.

დღის ამბები