30 ნოემბერი 2020,   03:24
ვრცლად
კლინიკა "ჯერარსში"  კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსს საქართველოში უკვე ექიმიც ემსხვერპლა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი თბილისში, კლინიკა "ჯერარსში“ მკურნალობდა. მისი დაღუპვა "კურიერს" საავადმყოფოში დაუდასტურეს.

კლინიკის ინფორმაციით, მედპერსონალი მათი თანამშრომელი არ არის და ის რეგიონიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმია. სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღის ამბები