27 ნოემბერი 2020,   13:37
ვრცლად
ეს პოლიტიკური პროცესია, ჩვენ ვერ გავაჩერებთ, მთავარია რომ წესები დაიცვას ყველამ - მეზვრიშვილი წინასაარჩევნო ხალხმრავალ შეხვედრებზე

ნათია მეზვრიშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან გამართული შეხვედრები პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამის პროცესს მთავრობა ვერ შეაფერხებს. აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის პირობებში რეგიონებში წინასაარჩევნოდ გამართულ ხალხმრავალ შეხვედრებთან დაკავშირებით გააკეთა, თუმცა მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა წესების დაცვისა და პასუხისმგებლობის გაზიარების მნიშვნელობას:

"ეს არის პოლიტიკური პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით, აქ მთავარია, რომ წესები დაიცვას ყველამ და პასუხისმგებლობა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, იქნება ეს ოპოზიციის თუ უმრავლესობის წარმომადგენელი. პროცესი გრძელდება, ამ პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ, თუმცა წესების დაცვა არის თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ მაქსიმალურად," - განაცხდა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის COVID-19-ის პირობებში არჩევნების ჩატარების რისკებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხო იქნება როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე დამკვირვებლებისთვის.

"შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე უკვე იმუშავეს, ამაზე დეტალურად უკვე ცესკო ისაუბრებს ალბათ და შესაბამისი უფლებამოსილი პირები. თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლებს," -აღნიშნა მეზვრიშვილმა.

დღის ამბები