19 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
"დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - "რუსთავი 2" დღეს კიდევ ერთ კვლევას გაასაჯაროებს

დღეს "რუსთავი 2" კიდევ ერთ კვლევას გაასაჯაროებს - ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1 210 რესპოდენტი.

Survation​-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება 3.5%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 16-20 ოქტომბერს მოიცავს. კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - პასუხს მოისმენთ 9 საათზე "კურიერში".

ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი 2" არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ. Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე.

დღის ამბები