აშშ-ის პრეზიდენტობის "დემოკრატი" კანდიდატი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ აშშ-სთვის დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
"სი ბი ეს-ისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატმა რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ალიანსების შესუსტების მცდელობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აშშ-სთვის ყველაზე დიდი კონკურენტი ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთია.