30 ნოემბერი 2020,   02:17
ვრცლად
ცესკომ უნდა შექმნას გარანტიები, რომ ყველა ამომრჩეველმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა -"20/20" ცესკოს დადგენილებას ასაჩივრებს

სამოქალაქო პლატფორმა "20/20" საკონსტიტუციო სასამართლოში ცესკოს დადგენილებას ასაჩივრებს - დაწესებული ნორმის მიხედვით, 26 ოქტომბრის 22:00 საათიდან თვითიზოლაციაში, კარანტინში და კოვიდცენტრებში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ.

20/20-ის წარმომადგენლებს დაწესებული ნორმა არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ და მოითხოვენ, სასწრაფოდ ჩაინიშნოს საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა,საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი არსებული სადავო ნორმა შეჩერდეს.

"არამარტო ათასობით, არამედ ათეულ ათასობით ადამიანი შეიძლება დარჩეს ხმის უფლების გარეშე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აქვს ვალდებულება, აკონტროლოს ეპიდსიტუაცია სახელმწიფოში. ამისთვის არსებობს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციები, ხოლო ცესკომ უნდა შექმნას გარანტიები იმისთვის, რო ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ცესკომ ეს გარანტიები ვერ უზრუნველყო, მათ ამისთვის ჰქონდათ 8 თვე. 8 თვის განმავლობაში ისინი უნდა მომზადებულიყვნენ ეპიდემიის პერიოდში არჩევნების ჩატარებისთვის,"-განაცხადა პლატფორმა "20/20"-ის აღმასრულებელი დირექტორმა თენგო თევზაძემ. 

დღის ამბები