20 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 მლნ-ს გადააჭარბა - რუსეთში დაავადდა 17 000-ზე მეტი ადამიანი

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების თითქმის 9 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და 225 000-ზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

შეერთებულ შტატების შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ინდოეთი, თუმცა მას ლეტალობის მაჩვენებლით ბრაზილია უსწრებს.

კოვიდ-19-ის მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა რუსეთში, ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ ქვეყანაში 17 000-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 219 კოვიდპაციენტი.

დღის ამბები