კორონავირუსის მზარდი მონაცემების გამო, ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება. სამედიცინო და სამუშაო მიზნების გარდა ჩეხეთში საღამოს 9:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
ძაღლების მეპატრონეებს კი, შინაური ცხოველის გასეირნების უფლება სახლიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსში ექნებათ. ჩეხეთის მასშტაბით კვირა დღეს, საღამოს 8 საათზე აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი.
2 კვირიანი საკარანტინო შეზღუდვები უკვე დაწესდა ლიეტუვის 21 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქვეყნის სამ დიდ ქალაქში. შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა და ღონისძიებების ჩატარება. მოქალაქეების გადაადგილება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში დაიშვება.
რთული ვითარებაა საფრანგეთში, სადაც აპრილის შემდეგ კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც.