20 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
ხანძარი აშშ-ში - კალიფორნიაში 60 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

ხანძარი შეერთებულ შტატებში. კალიფორნიაში ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გასცა 60 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს. ორი დღეა ასობით ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მიმდინარე წელს ხანძრების შედეგად კალიფორნიაში დაიღუპა 31 ადამიანი, განადგურდა ათასობით სახლი და დაიწვა 2 მილიონ ჰექტრამდე ტერიტორია.

დღის ამბები