23 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
დავით სერგეენკო საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე გადავიდა და საბურთალოს რაიონში შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე გადავიდა და საბურთალოს რაიონში შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს.

ამჯერად, დავით სერგეენკო ვაშლიჯვრის ამომრჩეველს შეხვდა და შეკრებილ საზოგადოებასთან ის მიმართულებები განიხილა, რომლებზეც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში გააგრძელებს მუშაობას. დეპუტატობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა საზოგადოებასთან შეხვედრების და უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას.

დავით სერგეენკომ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი.

დღის ამბები