სლოვაკეთში კორონავირუსზე ტესტს ყველა მოქალაქეს ჩაუტარებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოთხი დღის განმავლობაში 10 წელზე ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს ტესტირების გავლა მოუწევს. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, მასობრივი ტესტირების პროცესი უქმე დღეებში ჩატარდება.
სლოვაკეთში მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდის წარმატების შემთხვევაში, მისი გამოყენება სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კონტაქტების გამოვლენის გარეშე ვირუსი შეიძლება, უკონტროლო გახდეს.