20 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
"ევროპული საქართველო" და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავენ

"ევროპული საქართველო" და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავენ.

პარტიის მდივნის გიორგი კანდელაკის თქმით, უკვე წლებია საზოგადოებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი მოქალაქეებისთვის წართმეული უძრავი ქონების საკითხი აწუხებს. კანონიერ მფლობელთათვის წართმეული ქონება აქტიურად ქირავდება ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა booking.com და airbnb.com.

გიორგი კანდელაკმა აფხაზთა კრების თავმჯდომარესთან ერთად წარადგინა პლატფორმა, რომელზეც დევნილებს საკუთარი სახლების პოვნა შეეძლებათ თუ ისინი ზემოთხსენებულ ორ პლატფორმაზე ქირავდება.

"როცა ევროპულ და ამერიკულ პლატფორმებზე ქირავდება, ძალადობრივი გზით დევნილებისთვის წართმეული ქონება, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის ეს არის ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია.

საზოგადოებას ასევე კარგად მოეხსენება, რომ შარშან "ევროპული საქართველოს" ეს რეზოლუცია "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო. ჩვენი ამოცანაა, რომ დავაგროვოთ გარკვეული რაოდენობა ამ კონკრეტული ქონებებისა და მათი მფლობელების ნუსხა შევადგინოთ, თუნდაც რაღაც რაოდენობა და შემდეგ ჩვენი გეგმაა და ეს გეგმა უკვე მომზადებული გვაქვს, შევიტანოთ ამ ბინების და სახლების მფლობელთა სახელით სარჩელი booking.com-ისა და airbnb.com-ის წინააღმდეგ ევროპულ და ამერიკულ სასამართლოებში," - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები