24 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
"საქართველოს კონსერვატიულმა" პარტიამ აქცია-პერფორმანსი გამართა სლოგანით "სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად" 

"საქართველოს კონსერვატიულმა" პარტიამ აქცია-პერფორმანსი სლოგანით "სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად" გამართა. აქციის მიზანი ახალგაზრდებში ნაკლები ნარკოტიკის მოხმარებაა.

"საქართველოს კონსერვატიული" პარტიის თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები არჩევნებამდე ყოველდღე გაგრძელდება. პარტიის წარმომადგენლები მანქანების კოლონით ორთაჭალიდან გლდანის მიმართულებით დაიძრნენ.

"სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად - ეს არის "კონსერვატორების" ერთ-ერთი სლოგანი იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად შემაშფოთებელი დამოკიდებულებაა უკვე ახალგაზრდების მხრიდან ნარკოტიკებზე, ვფიქრობ ყოველდღე უნდა გავიმეოროთ ჩვენ ეს ფრაზა, ყოველდღე უნდა ვაკეთებდეთ რაღაც აქციებს და ყოველდღე უნდა მოვუწოდებდეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარკოტიკი და რაც შეიძლება მეტი სპორტი," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები