18 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
ზუგდიდის სპეცოპერაციის გამო ოპოზიცია ძალოვან უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს

მეშვიდე დღეა ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა პოლიტიკური ბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია ძალოვან უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"არჩევნების წინ, ფაქტობრივად ეს იყო ბოლო წერტილის დასმა ხელისუფლების უსუსური ქმედებებისა კრიმინალთან ბრძოლაში. ბევრი მიმართულებით გაორმაგდა დანაშაულებათა მიმართულება, ქვეყანას ყოველდღიურად ძარცვავენ და ფაქტობრივად, უკვე ტერორისტული აქტიც მოხდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არცერთი სისტემა, არც სასამართლო, არც სამართალდამცავი ქვეყანაში არ არსებობს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

"ტოტალური შოკი მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ ჩამოიშალა სამართალდამცავი ორგანოები. ფაქტობრივად ჟურნალისტები გახდნენ პოლიციელები, პოლიციელები გახდნენ პარტაქტივი. სად სცალიათ მათ დამნაშავის დევნისთვის, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, რამდენჯერმე გაექცათ კიდეც ეჭვმიტანილი დაკავების დროს. ამ სისტემას ერთადერთი რაც უშველის, ეს არის ხელისუფლების ცვლილება,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში აბსოლუტურად ჩამოშლილ, დეზორგანიზებულ, დემოტივირებულ უწყებებს. სამწუხაროდ პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, რომლის რეფორმისთვის ძალიან ბევრი რამ ვაკეთეთ თავის დროზე, ვხედავთ, რომ ეს უწყებები დღეს არის დემორალიზებული. ჩვენ გვჭირდება დეპოლიტიზებული პოლიცია, წარმატებული და გამართული შინაგან საქმეთა სამინისტრო,"- აცხადებს პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია. 

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებით კმაყოფილია.

დღის ამბები