24 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
ლუკაშენკო საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების გარიცხვას მოითხოვს

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა გზების გადაკეტვა სცადეს და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

დემონსტრანტები გუშინ ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ოპოზიციის მიერ პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ალექსანდრ ლუკაშენკო გამოეხმაურა და აღნიშნა რომ როდესაც დემონსტრანტები წითელ ხაზს კვეთენ, ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს.

ლუკაშენკოს თქმით, სტუდენტები, რომლებმაც არასანქცირებულ აქციებში მიიღეს მონაწილეობა, უნივერსიტეტებიდან უნდა გაირიცხონ.

დღის ამბები