ავღანეთში აფეთქებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულები არიან სპეცრაზმის წევრები. მანქანის აფეთქების შედეგად დაშავდა 34 პირი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.