მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის სამ მილიონამდე ფაქტი დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ევროპაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, წინა კვირასთან შედარებით ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 40%-ით იმატა.
COVID-19-ით ინფიცირების მონაცემები მზარდია საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში. ერთთვიანი კარანტინის გამოცხადებას ვარაუდობენ საფრანგეთში, მოსახლეობა ახალი შეზღუდვების შესახებ ემანუელ მაკრონის ოფიციალურ სატელევიზიო მიმართვას დღეს ელოდება.
საავადმყოფოებში ადგილების მოსალოდნელი ამოწურვის შესახებ აცხადებს შვეიცარიის ჯანდაცვის უწყება. ბოლო ორ თვეში COVID-19-ის დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა გასულ დღე-ღამეში ჩინეთში და ის 42-ს შეადგენს.
თვითიზოლაციაში რჩება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსული მედიიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.