20 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" შშმ პირთა საკითხებზე "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას გაეცნო

მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" "ქართული ოცნების" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე საარჩევნო პროგრამას გაეცნო. მმართველი გუნდის ხედვა ორგანიზაციის წევრებს რატი იონათამიშვილმა გააცნო.

"ჩვენ პროგრამაში აბსოლუტურად ყველა კატეგორიის და საჭიროების შშმ პირთა უფლებებია ასახული და ეფუძნება უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის საკითხებს. ანუ ეს არის სოციალურ მოდელზე დაფუძნებული პარადიგმა და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხებზე შშმ პირთა ჩართულობით და მათთან კომუნიკაციით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები