25 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბოლნისში ნადიგ ბაირამოვის ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს

"ნაციონალური მოძრაობა" ბოლნისში ნადიგ ბაირამოვის ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

პარტიის სახელით განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა, რომლის ინფორმაციითაც, დაზარალებულმა ადგილზევე მიუთითა პოლიციას, რომ დამნაშავეები მმართველი პარტიის აქტივისტები არიან.

საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაწყებულ კონფლიქტს, რა დროსაც სოციალური სამართლიანობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სცემეს. ამ ავარიას კი ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავებს მოეხდინათ რეაგირება ამ ძალადობის ფაქტზე, ამ ადამიანზე მოხდა ზეწოლა და ჩვენი ინფორმაციით, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუსი ცდილობს, რომ დაამუშავონ ბრჭყალებში ეს ადამიანი, რომ ხელი დაადოს "ნაციონალურ მოძრაობას". ადგილობრივმა თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" უკვე გააკეთა განცხადება, რომ თურმე ჩვენ ვცემეთ," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

 

 

დღის ამბები