25 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
აშშ-ში მოქმედი სექს-კულტის ლიდერს ბრუკლინის სასამართლომ 120-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ერთ-ერთი სექს-კულტის ლიდერს, კიტ რანიეს ბრუკლინის სასამართლომ 120-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რანიე სექტაში ქალებს თაღლითობით იტყუებდა, სექს-მონობას აიძულებდა და ფულს სძალავდა. სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენება 15-მა დაზარალებულმა მისცა.

მსჯავრდებულს სასამართლომ ჯარიმის სახით თითქმის 2 მილიონი დოლარის გადახდაც დააკისრა. სექტა NXIVM-ი 1998 წელს შეიქმნა.

დღის ამბები