20 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
უკვე ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები, რაც ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში აისახება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს. 

"მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ჩვენც ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, უკვე ჩანს პირველი სერიოზული ნიშნები ეკონომიკის გაჯანსაღების, რაც აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში და სრულიად ლოგიკურია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, სავალუტო ფონდმა პირველ რიგში, შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ ჩვენ კვლავაც უახლოეს წლებში ვიქნებით ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით. კერძოდ, 2021-25 წლებში 5.5% იქნება საშუალო ზრდის ტემპი ჩვენი ეკონომიკის ყოველწლიური, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლეს პერიოდში დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები და კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას და კვლავაც შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ რეგიონალური ლიდერის სტატუსი.

შეგახსენებთ, ამის პირველი ნიშნები ამ თვეებში არა მარტო ეკონომიკური კლების ტემპის შესუსტებაში აისახა, არამედ თუნდაც ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შეგახსენებთ, რომ შარშან, 2019-ში ჩვენი ექსპორტი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს და წელს, მიუხედავად კოვიდისა, იმ რეკორდულ ნიშნულებთან შედარებითაც გვაქვს სერიოზული ზრდა," - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები