25 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 152 დაშავდა. 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ნგრევა გამოიწვია, გავრეცელებული ინფორმაციით ათობით შენობაა დანგრეული.

მაშველებმა ნანგრევებიდან 70 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეზე, დაფიქსირდა.

ბიძგები 15 წამს გაგრძელდა და თურქეთის დასავლეთით რამდენიმე პროვინციაშიც იგრძნობოდა. მიწისძვრამ ზღვის დონის მატებაც გამოწვია რასაც ქუჩების დატბორვაც მოყვა.

სტიქიის ზონაში ათეულობით სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

დღის ამბები