20 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ჩავიდნენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ფრონტის სამხრეთის მიმართულებით ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის ჯარი ქალაქ შუშადან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმყოფება და ქალაქის ასაღებად ემზადება.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში კი აცახდებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საკუთარი ტერიტორიიდან, გორუსის რაიონიდან, გუბადლის რაიონს არტილერიის გამოყენებით ბომბავს. მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციების შედეგად დაღუპულია 91 და დაშავებულია 400 მშვიდობიანი მოქალაქე.

ილჰამ ალიევი აცხადებს,რომ აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან კიდევ 9 სოფელი გაათავისუფლა. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება შესაძლოა კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს, თუმცა მისივე თქმით, ეს კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ჩავიდნენ.

მინისტრები შეხვდებიან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთის, შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს.

დღის ამბები