30 ნოემბერი 2020,   03:43
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო უბნებზე 1000-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლებათ

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. მუშაობს მედიაცენტრი, სადაც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. ცენტრის შემადგენლობაში არიან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მრავალეროვანი საქართველო და ადამიანის უფლებათა ცენტრი. ხვალ,1 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც.

რაც შეეხებათ დამკვირვებლებს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საუბნო და საოლქო კომისიებში 1000-ზე მეტი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს პროცესს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ქვეყნის მასშტაბით 1242 საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ეყოლება. მისიის მიერ სრულად დაიფარება 3 ათასი უბანი. 877 უბანს სტატიკური და პერიმეტრის დამკვირვებლები დაფარავენ, ხოლო დარჩენილ 2123 უბანს 292 მობილური ჯგუფი მოივლის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. "მრავალეროვანი საქართველოს" 600 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლები კი არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში გაუწევენ მონიტორინგს: კახეთში; ქვემო ქართლში; სამეგრელოში; შიდა ქართლში; იმერეთში, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება, ჩვენ გვეყოლება 500 დამკვირვებელი, 90 მობილური ჯგუფი და დღის განმავლობაში გვექნება სამი ბრიფინგი, სადაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე შემდეგ დღეს, კვირას გვექნება შემაჯამებელი ბრიფინგი," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. 

 

დღის ამბები