30 ნოემბერი 2020,   03:21
ვრცლად
მეორე ტურს არ ველოდები - ზუგდიდში " ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ზუგდიდში საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. 

"დღეს მე ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მე ხმა მივეცი ჩვენი ზუგდიდის განვითარებას და იმ ადამიანებს, ვინც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი იყოს. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, ადამიანთა წრე, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვას და იმ  დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც დღეს ზუგდიდში გვაქვს. 

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს, დღეს ქვეყანაში კვლავაც არსებობენ ისეთი ძალები, რომლებისთვისაც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი მხოლოდ არეულობა და პროვოკაციაა. მაგრამ  მიუხედავად ყველაფრისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვერაფერს ვერ შეძლებენ. ჩვენ ზუგდიდში მშვიდ არჩევანს გავაკეთებთ და არჩევნები მშვიდ რეჟიმში ჩატარდება. ამასთან, მეორე მინდა აღვნიშნო, რომ მე მეორე ტურას არ ველოდები,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები