27 ნოემბერი 2020,   12:36
ვრცლად
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ ოლქში, წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული იყო.

იყო თავდასხმები ოპოზიციისა თუ მმართველი პარტიის აქტივისტებზე. დაპირისპირებების დროს გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიც. ეს ოლქი ასევე საინტერესოა იმით, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ დღეს იბრძვის მმართველი პარტიის უკვე ყოფილი თანაგუნდელი კახა ოქრიაშვილი.

ის ერთ-ერთი იყო, ვინც  მაჟორიტარული პრინციპის სრულად გაუქმებას აპროტესტებდა. კახა ოქრიაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" სახელით ბრძოლის დროს, იგივე ოლქში  ამომრჩეველთა 66,17%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

 

 

 



 

დღის ამბები