20 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
ქუთაისის 41-ე უბნის დამკვირვებლის თქმით, უბანი დარღვევებით დილის 7-ის ნახევარზე გაიხნა

ქუთაისის 41-ე უბნიდან "კურიერს" დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დამკვირვებელი "სტრატეგია აღმაშენებლიდან" აცხადებს, რომ უბანი დარღვევებით გაიხნა დილის 7-ის ნახევარზე. აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე.

"დამკვირვებლები ველოდებოდით 7 საათს, შემოვედით და წინასწარ განაწილებული პოზიციები ჰქონდათ. შედგენილი მაქვს ოქმი, რომელსაც წარვადგენ საოლქოში. თავმჯდომარე იძლევა განმარტებას, რომ არანაირი დარღვევა არ მომხდარა. რეალურად, არ იცის ის მოვალეობა, რაც უნდა შეასრულოს," - აცხადებს დამკვირვებელი.

დღის ამბები