"ბიბისი", "ევრონიუსი", "როიტერსი", "ესოშიეთიდ პრესი", "ვაშინგტონ პოსტი", "ალჯაზირა", "ფრანს პრესი" - საერთაშორისო მედია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
დასავლური მედია საპარლამენტო სისტემის ცვლილებას დემოკრატიის პროგრესად აფასებს.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წერს მეზობელი ქვეყნებიც. ჟურნალისტები წერენ, რომ წლევანდელი არჩევნები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა რთულია იმის პროგნოზი, მოიპოვებს, თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტია საპარლამენტო უმრავლესობას.
"ქართული ოცნება" მესამე ვადით, თუ ძალაუფლება ახალ პოლიტიკურ ძალას, საერთაშორისო მედია ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, "ბიბისი", "ევრონიუსი", "ესოშიეით პრესი", "ვაშინგტონ პოსტი" საარჩევნო სისტემის ცვლილებას დემოკრატიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები ძლიერი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს.