20 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
იქნება მეორე ტური, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას - ანა დოლიძე

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთ-ერთი მონაწილე თავად იქნება.

"მე ვიმედოვნებ და ყველა გამოთვლით, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ გაყალბების ფონზე, რომელიც იყო ადგილზე, მე ვარ მეორე ტურში, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, ამ დროს უბნებზე მიდის ხმების დათვლა და რამდენიმე უბანზე ხან ბიულეტენია ბეჭდის გარეშე, ხან ერთმანეთს არ ემთხვევა ხელმოწერები და ბიულეტენების სია და მოკლედ, ათასგვარი ფორმა არის იმისთვის, რომ მე არ მოვხვდე მეორე ტურში.

მიუხედავად ამისა, ეს დღის წესრიგი, რომელიც მე დავისახე, სასამართლოს რეფორმა, აზარტული თამაშების შეზღუდვა, რის გამოც მე ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს, წამლების ლიბერალიზაცია, წამლების ფასების და კონკურენციის შემოტანა უამრავ სფეროში, მათ შორის წამლებთან დაკავშირებით, ლიბერთი ბანკის დემონოპოლიზაცია, ეს დღის წესრიგი განხორციელდება. მე ეს პირობა ჩემს ამომრჩეველს მივეცი, დღეს იმდენი ადამიანის სითბო, სიხარული და თავდადება დავინახე და უბნებზე გამოწყობილი ჯარივით ამომრჩეველი ამ წნეხის ფონზე, ეს არის იმხელა თავდადება, რომელიც მე არ შეიძლება, რომ ამომრჩეველს არ გადავუხადო. იქნება მე ვფიქრობ, მეორე ტური. მე ველი მეორე ტურის ინფორმაციას, თუ არადა გარწმუნებთ, რომ ამ დღის წესრიგს, რომელიც მე დავისახე, მე გავიტან უკვე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად," - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები