"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესება შეძლო.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, "გირჩი" არ არის სტანდარტული პარტია და ის ახალგაზრდებს მომავლის პერსპექტივას სთავაზობს.
"დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოვიდა, ვინც მხარი დაუჭირა "გირჩს", ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არჩევნებზე საერთოდ არ დადიოდა, მეტიც, საერთოდ ჩაქნეული ჰქონდა ხელი მომავალზე, ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავდა, გაქცევაზე იყო ამ ქვეყნიდან. ჩვენ, "გირჩმა" შევძელით 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალგაზრდას იმედი და რწმენა გავუჩინეთ ამ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრება. ფუნდამენტურად სხვა ხალხი ვართ, გირჩი არ არის სტანდარტული პარტია," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ " ღამის კურიერში" სტუმრობისას.