25 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მონაცემებით ქუთაისში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა - ოთარ კახიძე

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ კახიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 40% დააგროვა და უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა.

ოთარ კახიძის თქმით, საბოლოდ ხელისუფლების ბედს  მეორე ტური გადაწყვეტს.

"არჩევნები ჩატარდა უცნაურ გარემოში, პანდემიის ფონზე მოგვიწია მუშაობა, ამას თან ერთვოდა ხელისუფლების დიდი ფინანსური რესურსი, კრიმინალების გამოყენება, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ამ ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებამ "ევროპული საქართველოს" მონაცემებით, დააგროვა დაახლოებით 40%, რაც ნიშნავს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა მოპოვებული და საბოლოოდ ხელისუფლების ბედს გადაწყვეტს მეორე ტური.

ეგიზიტპოლების შედეგები ერთმანეთს აცდენილია, აქედან სერიოზულ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. "ევროპული საქართველოს" ყველა წარმომადგენელი რჩება უბნებზე, ვითვლით ხმებს, მნიშვნელოვანია დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი, შევქმნათ ევროპული კოალიცია და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამ კოალიციის ერთ-ერთი მოთამაშე იქნება "ევროპული საქართველო".

ქუთაისის მონაცემებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს და ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით"-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები