24 აპრილი 2024,   21:50
ვრცლად
მე მაქვს უპირატესობა, უმრავლეს უბნებში ვიგებ - ელენე ხოშტარია

მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ვაკის საარჩევნო ოლქის უბნებში შესული ხმების უმრავლესობა მას ეკუთვნის და ხელისუფლებას მიმართავს, რომ ოპოზიცია არც ერთ ხმას არ დათმობს. მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა არ დაუშვან ხმების გაყალბება.

"მე მაქვს უპირატესობა, შემოსული უბნებიდან უმრავლეს უბნებში ვიგებ. შეიმჩნევა ტენდენცია უბნებზე აბსოლუტურად უსამართლოდ ბათილად ცნობის იმ ბიულეტენების, რომელშიც მე მაქვს უპირატესობა, კერძოდ იქ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ნება, გადაშლილია ყველა და მე ვარ შემოხაზული იმას დებენ ან ცდილობენ, რომ გააბათილონ, დებენ სადაო ჯგუფში ბიულეტენების.

მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არც ერთ ხმას ოპოზიცია არ დათმობს. ჩვენი მთელი ღამის განმავლობაში დავიცავთ ხმებს და არ მივცემთ საშუალებას "ქართულ ოცნებას", რომ ქართული საზოგადოების არჩევანი გააყალბოს და მიიტაცოს ძალაუფლება," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები