20 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
კორონავირუსის გამო არჩევნები ​მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გადაიდო

კორონავირუსმა წელს არაერთი არჩევნები ჩაშალა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ კენჭისყრა გადადო, ნაწილმა კი არჩევნები ჩაატარა, თუმცა მკაცრი წესების ფონზე. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც არჩევნების ჩატარებაზე უარი არ თქვეს, სხვადასხვაგვარია.

ცალკე უბნები და სპეც ეკიპირება კარანტინში მყოფი პირებისთვის, დეზინფექცია, სოციალური დისტანცია, ნიღბები და ინდივიდუალური კალმები. ექსპერტები წერენ, რომ ხშირ შემთხვევაში, კენჭისყრის პროცედურებს ინფიცირებულთა სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია, მაღალი იყო ამომრჩევლების აქტივობაც.

3 ნოემბერს მსოფლიოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ.

მოქმედებს რამდენიმე მეთოდი. უბნებზე მისვლის პარალელურად, ამომრჩეველი ხმას წინასწარ აძლევს ან საფოსტო ბიულეტენებს იყენებს.

დღის ამბები