20 აპრილი 2024,   12:02
ვრცლად
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ მეორე ტური იქნება - გიორგი ბოტკოველი 

"ნაციონალური მოძრაობის" თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მეორე ტურს არ გამორიცხავს.

როგორც გიორგი ბოტკოველმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, 42% მან, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა 45 % მიიღო, რაც აჩენს ვარაუდის, რომ ამ ოლქში მეორე ტური გარდაუვალია.

გიორგი ბოტკოველის თქმით, დაშინების და მოსყიდვის ფაქტების მიუხედავად მან ხმების დიდი რაოდენობა მიიღო.

დღის ამბები