20 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
ზონდერმა, კახა კახიშვილის შტაბიდან ჩემს თანაშემწეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 81-ე უბანთან არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

ხატია დეკანოიძის განმარტებით ისნის დასახლებაში არსებულ საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცედურაში ჩართულია დათო გოგოლაძე, რომელიც 17 ოქტომბერს მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა. დეკანოიძე მისი პროცედურიდან მოხსნას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

"ჩემს თანაშემწეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზონდერმა, კახა კახიშვილის შტაბიდან, ვინემ გოგა გოგოლაძემ. ის პოლიციამ დააკავა და წაიყვანა. ეს ბატონი გოგოლაძე არის დამკვირვებელი "ქართული ოცნებიდან,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები