20 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
გადასატან ყუთები თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კოვიდბლეფი იყო, არჩევნები გაყალბდა - ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ გარკვეულ უბნებზე არჩევნები გაყალბდა. ანა დოლიძე არც კოვიდსასტუმროებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გაკეთებული არჩევანის სჯერა და თვლის, რომ ამ პირებისათვის გადასატანი ყუთების მობილიზება თავიდანვე "კოვიდბლეფბი" იყო.

"ვერ დაუდგენიათ სინამდვილეში რა რაოდენობა ბიულეტენების იყო გაცემული და რა რაოდენობა ხელმოწერები იყო შეგროვილი. ეს აცდენა ბიულეტენებში და ხელმოწერებში ნიშნავს, რომ არჩევნები ამ უბნებზე გაყალბდა და რა თქმა უნდა, ის გაყალბდა ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ. არაფერი, რომ არ ვთქვათ გადასატან ყუთებზე, რომლებიც რასაც ვამბობდით, იყო თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კოვიდბლეფი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები