პარლამენტარიზმის ისტორია საქართველოში ერთი საუკუნის წინ იწყება. 1919 წელს დამფუძნებელი კრება 6 პარტიით და ექვსი დამოუკიდებელი ფრაქციით პირველად შეიკრიბა.
ქვეყნის პირველ პარლამენტში იყო 5 დეპუტატი ქალი, თუმცა მალე ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და გასაბჭოების გამო, მოქალაქეებს დამოუკიდებელი არჩევანი 70 წლის განმავლობაში აღარ გაუკეთებიათ. გასაბჭოებული ქვეყანა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ირჩევდა უმაღლეს საბჭოს.
არჩევანი კეთდებოდა კომუნისტურ პარტიასა და უპარტიოთა ბლოკს შორის - რეალურად ორივეს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტი მართავდა.
წითელ საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლები 1985 წელს ბოლოჯერ მივიდნენ. 1990 წლის 30 ოქტომბერს პირველად დაინიშნა მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა.
14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს. მას შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 8 -ჯერ ჩატარდა.