18 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებითაც ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" უმცირესობაშია და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესი და იმ საჩივრებზე რეაგირება, რომელიც დაწერილი იყო დღის განმავლობაში. 

​"არამხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა. ყველა უბანთან მობილიზებული არიან სუსის ზონდერები, რამდენიმე უბანზე მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა, რათა ხელის შეშლა ყოფილიყო ბიულეტენების დათვლის პროცესში.

ცდილობენ, ბათილად გამოაცხადონ ისეთი ბიულეტენები, სადაც აშკარად არის გამოხატული ამომრჩევლის ნება. მე აღარ ვსაუბრობ, მთელი დღის განმავლობაში როგორი ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა ეს არჩევნები როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესი და იმ საჩივრებზე რეაგირება, რომელიც დაწერილი იყო, ამიტომ ცესკოს მოვუწოდებთ, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე. პარალელურად, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ჩამოაცილოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები