75-მდე გაიზარდა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა ათასს უახლოვდება.
სამძებრო სამუშაოები იზმირის რეგიონში მეოთხე დღეა გრძელდება. თურქეთში 7 მაგნიტუდამდე მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა.
სტიქიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ სამოსზეც.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფატალური შემთხვევების მთავარი მიზეზი ავარიული შენობებია, ამიტომ რეგიონში 26 დაზიანებული შენობის ჩამონგრევა იგეგმება.