19 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
ლარი არ ენდობა ხელისუფლებას - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიზეზები აქვს.

ეკონომიკური მიზეზებიდან რომან გოცირიძე ყურადღებას ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის არასწორ სტრატეგიასა და დაუბალანსებელ ბიუჯეტზე ამახვილებს. 

"ვხედავთ იმას, რომ ლარის კურსი, ნაცვლად იმისა, რომ იმ ნიშნულზე გაჩერებულიყო, დაიწყო მკვეთრი გაუარესება. მას აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიზეზი. ეკონომიკური მიზეზები ყველამ კარგად ვიცით, დაუბალანსებელი ბიუჯეტი, მთავრობის უამრავი შეცდომა და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეროვნული ბანკის გამუდმებული შეცდომები, მათ შორის, ინტერვენციებსაც ვერ აკეთებს კარგად, იმ 60-ის გაყიდვას, იქნებ ჯობდა 10-10 გაეყიდა თუნდაც 2 კვირის განმავლობაში. რაც მთავარია - ლარი არ ენდობა ხელისუფლებას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბრისთვის ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. მხოლოდ დოლართან და ევროსთან მიმართებაში ცვლილება პლიუს 4-4 თეთრს შეადგენს. მონაცემები საგრძნობლად მაღალია ბოლო ერთი კვირის სტატისტიკის მიხედვით.

დღის ამბები